რუსულმა ძალებმა სუმის ოლქს შეუტიეს(ფოტო)

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის მიმართულებით მორიგი იერიშები განახორციელეს.

ადგილობრივი ადმინისტრაციისა და უკრაინული მედიის ცნობებით, რეგიონში ბოლო საათებში თავდასხმები დრონებითა და არტილერიით დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები რამდენიმე დასახლებულ პუნქტში.

ასევე ვრცელდება ცნობები რვა დაშავებულზე.

სუმის ოლქის ხელისუფლება მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ და თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები