საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს.
როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, პროცედურულად დღევანდელ სასამართლოზე სააკაშვილმა ჩვენება უნდა მისცეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ადვოკატი არ გამორიცხავს სასამართლო პროცესი გადაიდოს.