გივი მიქანაძე: აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელსა და მოსამართლეს შორის ურთიერთობის ეს ფორმა, არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის გამჩენი

მე არ მახსოვს პრეცედენტი იმისა, რომ მოსამართლეს გაეკეთებინოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, არ აქვს მნიშვნელობა ვისი საქმის განხილვას ეხება და ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი მივიდა იმისთვის, რომ მისგან გარკვეულწილად ახსნა განმარტება მიეღო, თუ რამ გამოიწვია ის, რომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რატომ იყო შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათ გაუჩნდათ კითხვები, არის თუ არა სასამართლო ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლა.

„აქედან გამომდინარე ჩვენ უბრალოდ გაგვიჩნდა კითხვები, ეს არის თუ არა სასამართლო ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლა, ეს არის თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობაში. ეს არ არის სრულფასოვანი პასუხი.

გასაგებია, რომ მათ, ისევე როგორც ყველა მოქალაქეს, შეუძლია დააფიქსიროს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიცია, მაგრამ აქ არის საუბარი რაზე? სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს, სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით ის ფორმა ურთიერთობის, რომელიც გამოიხატა, არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნების გამჩენი ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პასუხი, რომელიც არის წარმოდგენილი, არ არის სრულყოფილი პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც გაჟღერდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები