გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა, ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს

ჩამოვედი, რომ განმეცხადებინა: ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა. ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კატრინ გიორინგ-ეკარდტმა დღეს თბილისში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იგი დღის პირველ ნახევარში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მას ასევე ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან.

„შეხვედრების თემები იყო ევროპასა და საქართველოში არსებული ვითარება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსახორციელებელი პრიორიტეტების პროცესი საქართველოში. ქალბატონმა გიორინგ-ეკარდტმა მოუწოდა საქართველოს, შეუპოვრად მიჰყვეს ევროპულ გზას და მტკიცედ განახორციელოს საჭირო რეფორმები“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები