მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნებიდან“ გასულებიდან ვერც ერთმა, ერთი რეალური მტკიცებულება ვერ დადო, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დააზიანებდა

იმდენი ადამიანი წავიდა „ქართული ოცნებიდან“ ბოლო წლების განმავლობაში, რომლებიც ტრიალებდნენ მოვლენების ეპიცენტრში, „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი  ერთი ცუდი ამბავი და ამის ერთი მტკიცებულება რომ გქონოდათ, აუცილებლად უფრო ფრთაგაშლილი შემეკითხებოდით ბევრ რამეს კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ ასეთი რომ არ არსებობს, ამიტომ გვიწევს იმის ლაპარაკი, რაც არ არსებობს. ამის საწინააღმდეგოდ თურმე ჩვენ უნდა ვამტკიცოთ რაღაცები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ კითხვაზე განაცხადა, რომელიც ეკა ბესელიას ეხებოდა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებიდან“ გასულებიდან ვერც ერთმა, ერთი რეალური მტკიცებულება ვერ დადო, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დააზიანებდა.

„იმდენი ადამიანი წავიდა „ქართული ოცნებიდან“ ბოლო წლების განმავლობაში, რომლებიც ტრიალებდნენ მოვლენების ეპიცენტრში, „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი  ერთი ცუდი ამბავი და ამის ერთი მტკიცებულება რომ გქონოდათ, აუცილებლად უფრო ფრთაგაშლილი შემეკითხებოდით ბევრ რამეს კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ ასეთი რომ არ არსებობს, ამიტომ გვიწევს იმის ლაპარაკი, რაც არ არსებობს. ამის საწინააღმდეგოდ თურმე ჩვენ უნდა ვამტკიცოთ რაღაცები. შავი ფული რომ არ კეთდება, მტკიცებულება რომ არ არსებობს იმის შესახებ, რომ რაღაც სერიოზული ფუჭდება „ქართული ოცნების“ მიერ, ამიტომ გიწევთ ასეთი ზოგადი საუბარი. თუ ვინმეს დააბრალებს ან ბესელია, ან ვიღაც, რომ ეს ამას აფუჭებდა, იმ გაფუჭებულის მტკიცებულება ბუნებაში ვერ იარსებებს, ისევე, როგორც ვერ იარსებებს ვერც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა პოლიტიკაში, არის მედიასთან რამე კონტაქტში და გავლენა აქვს მედიაზე. აქედან გამომდინარე, თქვენ, რომლებიც ამას აბრალებთ ერთ ადამიანს, სახელმწიფოს თუ მმართველობის სისტემას, ვალდებულები ხართ, მოიტანოთ რაიმე მტკიცებულება, რაც ვერ მოგაქვთ დღემდე და ამიტომ სვამთ ზოგად შეკითხვებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები