დიმიტრი ხუნდაძე – ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით Credit Suisse-ის ქცევაზე: ეს ორკესტრირებული შეტევის ნაწილია

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ Credit Suisse-ი კლიენტს, ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად უკანონოდ არ ურიცხავს კუთვნილ თანხას და ამ გადაწყვეტილების უკან სერიოზული პოლიტიკური განზრახვები დგას.

„ვფიქრობ, ეს ორკესტრირებული შეტევის ნაწილია, რათა ყველა მხრიდან შტურმი მოხდეს. დარტყმის ერთ-ერთი ობიექტი სწორედ ესაა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი ამაში არ უნდა ერეოდეს, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები და არ არსებობს არავითარი არგუმენტი, რომ იყოს პირდაპირი სანქციები, როგორც ხედავთ, შედეგი არის სხვა. ანუ, ეს არის ორკესტრირებული შეტევის, ხელისუფლების შეცვლის ისტერიული სურვილის ნაწილია, მაგრამ არსებობს მთავარი კითხვა: რატომ უნდა შეიცვალოს [ხელისუფლება] და რას ემსახურება ეს ყველაფერი?“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები