თიკო სადუნიშვილი: „კაზანტიპზე“ თუ წავალ, ჩემთვის გასართობად წავალ
„კაზანტიპის“ ფესტივალზე ქართველი ცნობილი სახეებიც მიდიან. “კვირა” რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. დიზაინერი ლაშა მდინარაძე ფესტივალზე დასწრებას გეგმავს.
„ეს ერთ-ერთია იმ ფესტივალებიდან, რომელზეც არ ვყოფილვარ და ვგეგმავ წასვლას. იმ დღეებში მინდა წასვლა, როცა ჩემთვის საინტერესო დიჯეები დაუკრავენ. ასე რომ, ველოდები ლაინაფის და გრაფიკის დადებას. აგვისტოს ბოლოს ბათუმში ვიქნები და ორი დღით წავალ“, – აღნიშნა ლაშა მდინარაძემ.
ფესტივალზე წასვლას არ გამორიცხავს თიკო სადუნიშვილიც.
„ჯერ არ ვიცი, წავალ თუ არა ფესტივალზე. ახლა ძალიან დაკავებული ვარ და ვნახოთ. თუ წავალ, არასამსახურებრივი გზით, ჩემთვის, გასართობად წავალ“, – ამბობს თიკო სადუნიშვილი.