დავით სონღულაშვილი ფერმერებს შეხვდა და ატმის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელს ქანდაში იმყოფებოდა, სადაც შპს „ ქანდა აგრიქალჩერის“ ატმის ბაღში მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ფერმერებსაც შეხვდა და არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
შპს „ქანდა აგრიქალჩერი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიას ნუშის, ვაშლის, მსხლის, ატმის, ვაშლატამას, ბრტყელი ატმის, ქლიავის, გარგარისა და ბლის ბაღები 110 ჰა-ზე აქვს გაშენებული. კომპანია მოსავლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება 25,000 ჰექტარზე მეტ ფართობზე თანადაფინანსებულია 200 მლნ ლარზე მეტით, მათ შორის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაახლოებით, 359 ჰექტარზე 2,6 მლნ ლარით.