საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები ამოქმედდება

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებისა და სკოლის ექიმის საქმიანობის საპილოტე პროგრამას იწყებს. პროექტი საქართველოს მასშტაბით, 100 საპილოტე საჯარო სკოლაში განხორციელდება.
“პროექტის ამოქმედება გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა, ვინაიდან წლების განმავლობაში სკოლების უმეტესობა დამოკიდებული იყო მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე და არ იყო ჩართული იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. არ არსებობდა სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა და არ მოქმედებდა რეფერალის განხორციელების ადეკვატური მექანიზმი. სკოლებში ფიქსირდებოდა ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით  ინფორმირებულობისა და ცოდნის ნაკლებობა იყო. ყველა ეს პრობლემა ახალი პროექტის ფარგლებში გადაიჭრება, მოსწავლეები საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციურ პირველად სამედიცინო დახმარებას სკოლაშივე მიიღებენ”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები