NCDC “მაიმუნის ყვავილის” შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ,,მაიმუნის ყვავილის შესახებ განახლებულ ინფორმაციას,, ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 4 ივლისამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 5 რეგიონის 59 წევრ ქვეყანაში იდენტიფიცირებულია ,,მაიმუნის ყვავილის,, 6027 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.

ამასთან, აფრიკის რეგიონში დაფიქსირდა სიკვდილის სამი შემთხვევა, ხოლო 10 ქვეყანაში 21 დღეზე მეტია, არ დაფიქსირებულა ,,მაიმუნის ყვავილის,, ახალი შემთხვევა.

“ჯანმო აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს, მხარს უჭერს საერთაშორისო კოორდინაციას, ინფორმაციის გაზიარებას წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებთან.

რისკის შეფასება:

– გლობალურ დონეზე – საშუალო;
– ჯანმო-ს ევროპის რეგიონი – მაღალი;
– ჯანმო-ს სხვა რეგიონები – საშუალო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები