ჯონსონი უკრაინას მხარდაჭერას გადადგომის შემდეგაც ჰპირდება

ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ ბრიტანეთის მთავრობა თანამდებობიდან მისი გადადგომის შემდეგაც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

ამის შესახებ მან კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების დროს თქვა.

ჯონსონმა თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს “ქვეყანა პანდემიიდან გაიყვანა; უზრუნველყო ვაქცინების რაც შეიძლება ადრეული გავრცელება ევროპაში; ასევე, ქვეყნის იზოლაციის რეჟიმიდან სწრაფი გაყვანა და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგობაში დასავლეთს გაუძღვა”.

მან ასევე უკრაინელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ბრიტანეთი „განაგრძობს მათი ბრძოლის“ მხარდაჭერას.

”მე ვიცი, რომ ჩვენ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის მხარდაჭერას, რამდენიც საჭირო იქნება”, – თქვა ბორის ჯონსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები