“ძველი მატრიცებისგან გათავისუფლება” – პირველად საქართველოში, კვანტური ფსიქოლოგიის სპეციალისტი – გულნარა ინანჯი 3-დღიან ტრენინგს ჩაატარებს

პირველად საქართველოში, კვანტური ფსიქოლოგიის სპეციალისტი, ცნობილი ეთნოფსიქოლოგი – გულნარა ინანჯი 13-15 ივლისს 3-დღიან ტრენინგს ჩაატარებს.

ტრენინგ-კურსის თემაა “ძველი მატრიცებისგან გათავისუფლება და აზროვნების გაფართოება”.

ტრენინგის პირველი დღე ბავშვობის მოგონებებზე მუშაობას, შინაგან ბავშვთან კავშირის დამყარებას დაეთმობა, რის შემდეგაც ტექნიკური პრაქტიკის მეშვეობით მსმენელი ჩაკრებისა და სხეულის გაწმენდას შეძლებს.
მეორე დღეს მონაწილეები ფიქრისა და აზროვნების პროცესზე დაკვირვების ტექნიკებს გაივლიან
და პრაქტიკაში მის გამოყენებას აითვისებენ.
რაც შეეხება დასკვნით, მესამე დღეს, მთლიანად საზოგადოებრივი ცნობიერების მატრიციდან გამოსვლას დაეთმობა. ამასთან მონაწილეები დაეუფლებიან პრაქტიკული ტექნიკას, სუნთქვითი ტექნიკას, რომელიც ხელს უწყობს აზროვნების პროცესის საზღვრებს მიღმა გასვლას, ცნობიერების გაფართოების ტექნიკას.
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://fb.me/e/3mFxTZN8X

ტრენინგ-კურსის საინფორმაციო მხარდამჭერია მედიაჰოლდინგი “კვირა”.

კვანტური ფსიქოლოგიის სპეციალისტი, ეთნოფსიქოლოგი გულნარა ინანჯი საერთაშორისო საინფორმაციო ანალიტიკური ონლაინცენტრის – „ეთნოგლობუსი” დამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი და არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები