ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზებზე წვევამდელებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება და სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ღონისძიების ფარგლებში ალგეთის სამხედრო ბაზაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 38 წვევამდელს თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, სკოლის მიერ შემუშავებული დარგობრივი კურსის – „სახელმწიფო ენა რეკრუტებისთვის” გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცათ.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სამხედრო ბაზებზე წვევამდელებს 2018 წლიდან ასწავლის ქართულ ენას. დღემდე, საქართველოს მასშტაბით 10 სამხედრო ბაზაზე 2 893 წვევამდელი გადამზადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები