2026 წელს სამელიორაციო მომსახურებით მოსარგებლე ფართობები მკვეთრად გაიზარდა
საქართველოში სამელიორაციო მომსახურებაზე მოთხოვნა მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2026 წლის მონაცემებით, წყალსარგებლობის განრიგების ფარგლებში დაკონტრაქტებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს საგრძნობლად აღემატება.
კერძოდ, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ირიგაციის მოთხოვნით შეთანხმებული ფართობი 9 988.1 ჰექტარს შეადგენდა.
2026 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 29 694.33 ჰექტრამდე გაიზარდა.
გაზრდილი მაჩვენებელი სარწყავი წყლის მზარდ მოთხოვნასა და წყალმომხარებლების მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს.
„საქართველოს მელიორაცია“ ფერმერებსა და წყალმომხმარებლებს მოუწოდებს, წყალსარგებლობის განრიგები წინასწარ და დროულად გააფორმონ. აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წყლის მიწოდების ეფექტიან დაგეგმვას, სამელიორაციო სისტემების მართვის გაუმჯობესებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების სრულფასოვან მორწყვას.
აღსანიშნავია, რომ წყალსარგებლობის განრიგის გაფორმების შემთხვევაში, მომხმარებელი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ისარგებლებენ.