თენგიზ შარმანაშვილი: 26 მაისს ოპოზიციის აქციაზე რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ, კონსტიტუციის მიხედვით, ერთადერთი საზომი საარჩევნო ყუთია, რომელსაც ისინი აიგნორებენ

“26 მაისს ოპოზიციის აქციაზე რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ, კონსტიტუციის მიხედვით, ერთადერთი საზომი საარჩევნო ყუთია, რომელსაც ისინი აიგნორებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში გაჩაღებული ბრძოლა აქვთ, ვინ უნდა აჩვენონ ლიდერად უცხოელ პატრონებს.

„ვთქვათ, ოპოზიციის 26 მაისის აქციაზე 50-60 ათასი ადამიანი მოვიდა. აქედან რა უნდა ვნახოთ, რომ მათ ყველას ერთად ამ რაოდენობის ამომრჩეველი ჰყავთ? ბოლო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მილიონ 200 ათასი ამომრჩეველი ჰყავდა, ამ ციფრს ვერ ხედავენ? – აქამდე ვერ ავლენ. რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ერთადერთი საზომი საარჩევნო ყუთია, რომელსაც ისინი აიგნორებენ. ამის დრო როცა დადგება, თავიანთი ამომრჩეველი მოიყვანონ და ნახავენ, რამდენი ამომრჩეველი ჰყავთ. ოპოზიციაში რასაც ვუყურებთ, ერთმანეთში გაჩაღებული ბრძოლა აქვთ, ვინ უნდა აჩვენონ ლიდერად უცხოელ პატრონებს. რატომ? – განსაზღვრონ, დაფინანსება ვისთან უნდა მივიდეს. ამაში მათი კონკურენტები არ ვართ, ამაში არ ვეცილებით. შიდა ბრძოლა პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და აქ უფრო დაუნდობლები არიან, ვიდრე ჩვენთან, რადგან იმ მოედანზე ჩვენ არ ვთამაშობთ. იქ პირადი ამბიციები და დაუნდობელი ბრძოლა აქვთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები