გია აბაშიძე: ვერსად გაექცევიან და არაერთხელ შეახსენებენ ხოშტარიების ოჯახს, რომ ისინი კრემლის სისხლიანი ფულით არიან დასპონსორებულნი

“შვილიშვილის ტოლ გოგონას კაცი რომ ასე ეურთიერთება, გროშია მისი ადამიანობის ფასი!
სიმართლე მწარეა, ვერსად გაექცევიან და არაერთხელ შეახსენებენ ხოშტარიების ოჯახს, რომ ისინი კრემლის სისხლიანი ფულით არიან დასპონსორებულნი”, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ფაქტს, რომ ელენე ხოშტარიას მამამ, გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს აგინა.

“კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების! აი, ესაა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოკვებილი ნაცსექტის რეალური სახე. შვილიშვილის ტოლ გოგონას კაცი რომ ასე ეურთიერთება, გროშია მისი ადამიანობის ფასი!
სიმართლე მწარეა, ვერსად გაექცევიან და არაერთხელ შეახსენებენ ხოშტარიების ოჯახს, რომ ისინი კრემლის სისხლიანი ფულით არიან დასპონსორებულნი”, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები