ბექა დავითულიანი: არსებობს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხი მხოლოდ იმ ჭრილშია აქტუალური, რომ ეს გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, არსებობს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხი მხოლოდ იმ ჭრილში არის აქტუალური, რომ ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

“ოპოზიციის ნაწილთან, რომელიც მოდის ამ ურთიერთობაზე, ვიმუშავებთ და გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა ამ პუნქტს შევასრულებთ. არსებობს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხი მხოლოდ იმ ჭრილში არის აქტუალური, რომ ეს გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელისუფლების საკუთარი თავით ჩანაცვლების შანსად აქციონ. ეს რა თქმა უნდა ვერ მოხდება“, – აღნიშნა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები