ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს გადაჭარბებით შევასრულებთ
„სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს გადაჭარბებით შევასრულებთ. პროგრესი ფიქსირდება, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელი დავასრულოთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ვიდრე ჩადებულია სახელმწიფო ბიუჯეტში (6%). არ გამოვრიცხავ შემოდგომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის გარკვეულ კორექტირებას ზრდის მიმართულებით“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, ამ ფონზე, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება მაღალი ინფლაცია. „მნიშვნელოვანია გამკაცრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ხოლო ფისკალურ სფეროში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. (2022 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებულია 4,4% დეფიციტი). მიმდინარე წელს ორივე მიმართულებით პროგრესი გვაქვს: პოლიტიკა გამკაცრებულია და ბიუჯეტის დეფიციტიც მცირდება (9.3%-დან 3.6%-მდე), რომელიც აისახება როგორც ინფლაციაზე, ასევე, ლარის კურსზე. იმედია, ეს ტენდენცია გაგრძელდება”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.