ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოს პარლამენტის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

პარლამენტის ინფორმაციიტ, ასამბლეის ფარგლებში სულ სამი კომიტეტი ფუნქციონირებს. შესაბამისად, აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმატს ასამბლეაში. კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევით, ნიკოლოზ სამხარაძე აგრეთვე გახდა ასამბლეის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს – ბიუროს წევრი.

ნიკოლოზ სამხარაძის გარდა თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იყო ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის, კირიაკოს ჰაჯიანისის კანდიდატურა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ბირმინჰემში, გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები