უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაღაცით უკმაყოფილონი არიან, მაშინ ცოტა გაისეირნონ, წიგნები წაიკითხონ

თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაღაცით უკმაყოფილონი არიან, მაშინ ცოტა გაისეირნონ, წიგნები წაიკითხონ ან სხვა რამე გააკეთონ, – ამის შესახებ უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, აინარს ბაგაცკიმ worldsport-თან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის საკალათბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს, როდესაც უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს უხამსი ჟესტი აჩვენა და არ მიესალმა.

„კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ოთხი გუნდი ერთნაირ მდგომარეობაში ვიყოთ და მათ შორის იყოს საქართველოც. სწორედ ამ სცენარზე ვფიქრობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულების მოპოვება ვერ შევძელით. თუ საბოლოოდ, ერთი ქულა დაგვაკლდება, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. ამიტომ ვცდილობდით ბოლო წამზე ქულების მოპოვებას.

კარგად ვიცი წესები და თამაშის კოდექსი. ვიცი, რომ მეტოქის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები