ნორვეგია უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოყოფს.

ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტორმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დახმარება გამოიყოფა უკრაინაში გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად, რეკონსტრუქციისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.

ნორვეგიამ უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნების მხარდასაჭერად დღემდე დაახლოებით 202 მილიონი ევროს (175 მილიონი ფუნტი; 210 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების დახმარება გაიღო, რათა პასუხი გაეცა რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები