ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უსაფრთხოების ატმოსფერო შეცვალა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო აცხადებს, რომ ომის შედეგად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოინგრა.
როგორც მან CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უსაფრთხოების ატმოსფერო შეცვალა.
„ვფიქრობ, რომ ეს ახალი რეალობაა. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოინგრა. ეს არის ახალი სიტუაცია, ახალი ტიპის რკინის კედელი რუსეთსა და სხვა ქვეყნებს შორის. და რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება რუსეთის აგრესიას, მისი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.