ელისო ბოლქვაძე სომხეთის ეროვნული კრების მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, სისაკ გაბრიელიანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ელისო ბოლქვაძემ ერევანში შეხვედრა გამართა სომხეთის ეროვნული კრების მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, სისაკ გაბრიელიანთან და კომიტეტის წევრებთან.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საიუბილეო თარიღის, 30 წლისთავის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა კულტურის სფეროს რეგულაციებთან დაკავშირებით ხედვები და მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს. საუბარი შეეხო სახელოვნებო განათლების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციებს.

„ხაზი გაესვა, რომ სომხეთის ხელისუფლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერება წარმოადგენს. შევთანხმდით სახელოვნებო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე და სხვადასხვა ღონისძიებებში ორი ქვეყნის ხელოვანების ჩართულობაზე. ოქტომბერში დავგეგმეთ სომხეთის ეროვნული კრების, მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის წევრების ვიზიტი საქართველოში”,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები