ზურაბ ქადაგიძე: ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ, რომ არ აჰყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა

“ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ, რომ არ აჰყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა. მოლდოვამ მიიღო სტატუსი და ოფიციალურად განაცხადა სანქციების დაწესებაზე, რაზეც პირდაპირი მუქარა მიიღო”,  – წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოლდოვას ღიად ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება.

მისი თქმით, რაც დრო გავა, უფრო და უფრო დაფასდება ის სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

„ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ,რომ საქართველოს უწევს დანის პირზე სიარული… რუსეთი მოლდოვას პირდაპირ ემუქრება და რაც უკრაინაში ჩაიდინა იგივეს გაიმეორებს… ვინმე შეუშლის ხელს? ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ,რომ არ აჰყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა… მოლდოვამ მიიღო სტატუსი და ოფიციალურად განაცხადა სანქციების დაწესებაზე,რაზეც პირდაპირი მუქარა მიიღო… რაც დრო გავა, უფრო და უფრო დაფასდება ის სამშვიდობო პოლიტიკა,რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს“, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები