“სახალხო მთავრობის” მოთხოვნა სრულიად ალოგიკურია და ევროინტეგრაციაში ვერ დაგვეხმარება. თუმცა, შეიძლება, რომ ეს მოთხოვნა მთლად გაუაზრებლადაც არ იყო მოგონილი, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ევროინტეგრაცია არავის აინტერესებს და რომ ის მხოლოდ საბაბია, რათა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. როგორც ყოველთვის, „ხალხის სახელით“. – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.