ანრი ოხანაშვილი: კანონპროექტი მოსმენების შესახებ ჩვენს კანონმდებლობასა და სტრასბურგის სტანდარტებთან შესაბამისობაშია – პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემის ნიშნად, დაველოდებით მოტივირებულ შენიშვნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი​ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობასა და სტრასბურგის სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

„ეს კანონპროექტი შესაბამისობაშია სტრასბურგის სტანდარტებთან, შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. თუ იქნება ამის საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტები წარმოდგენილი, ყურადღებით გავეცნობით. ეჭვი მაქვს, იყოს ასეთი, თუმცა, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემის ნიშნად, დაველოდებით მოტივირებულ შენიშვნებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები