გვანცა ზადიშვილი: არა დეზინფორმაციას! პარასპორტსმენები აქციას არ უერთდებიან!

პარამოფარიკავე მსოფლიო ჩემპიონი გვანცა ზადიშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ პარასპორტსმენები 20 ივნისს დაგეგმილ აქციას არ უერთდებიან.

„არა დეზინფორმაციას! პარასპორტსმენები აქციას არ უერთდებიან !“, – წერს სპორტსმენი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ ფეიკგვერდზე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პარალიმპიური კომიტეტი უერთდებოდა 20 ივნისის აქციას, რასაც პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალური განცხადება მოჰყვა, სადაც დაგმობილია ცრუ ინფორმაცია და აღნიშნულია, რომ: „საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არავის მისცემს უფლებას ჩვენი პარასპორტსმენები და მოძრაობა საკუთარი ბინძური ინტერესებისთვის გამოიყენოს! მოვუწოდებთ, ყველა მედიას, ნუ აჰყვებიან ყალბ გვერდებს და ფეიკ პროპაგანდას და დაუყოვნებლივ წაშალონ დეზინფორმაციის შემცველი მასალა!“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები