სატრანზიტო მატარებლების ბლოკირება – რუსეთსა და ლიეტუვას შორის კონფლიქტი ღრმავდება

კრემლში „უპრეცედენტო“ და „უკანონო“ უწოდეს ლიეტუვის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ტერიტორიის გავლით ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი გარკვეული საქონლის ტრანზიტი კალინინგრადის ოლქში აკრძალა.

ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ეს მართლაც უპრეცედენტოა გადაწყვეტილებაა, ეს ყველაფრის დარღვევაა. ჩვენ გვესმის, რომ ეს უკავშირდება ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ ამასაც უკანონოდ მივიჩნევთ”, – განაცხადა პესკოვმა.

მან დასძინა, რომ სიტუაციას „ღრმა ანალიზს საჭიროებს, სანამ გარკვეული ზომები და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”.

„ეს სიღრმისეული ანალიზი უახლოეს დღეებში გაკეთდება“, – თქვა მან.

ცოტა ხნის წინ კი გახდა ცნობილი, რომ რუსეთის საგარეო უწყებაში ლიეტუვის საქმეთა რწმუნებული, ვირგინია უმბრასენე დაიბარეს.

გარდა ამისა, მოსკოვმა ვილნიუსს პროტესტის ნოტა გაუგზავნა.

18 ივნისს რუსეთის კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანტონ ალიხანოვმა განაცხადა, რომ ლიეტუვამ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვედრილი საქონლის სატრანზიტო მატარებლების გატარება, საკუთარი ტერიტორიის გავლით, აკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები