33 800 ლიკვიდირებული რუსი სამხედრო – უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგები
უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ერთ დღეში 200 ოკუპანტი მოკლეს, 24 თებერვლიდან კი, უკრაინაში შეჭრიდან, სულ 33 800 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
რაც შეეხება სხვა დანაკარგებს:
უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებულია რუსული 1 477 ტანკი; 3 588 ჯავშანტექნიკა; 749 საარტილერიო სისტემა; 238 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა; 98 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 216 თვითმფრინავი; 181 ვერტმფრენი; 601 დრონი; 130 ფრთოსანი რაკეტა; 14 გემი/ნავი; 2527 მანქანა და სატვირთო მანქანა; 55 ერთეული სპეცტექნიკა.
აღნიშნულია, რომ ბოლო ერთ დღეში ოკუპანტმა ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.