NYT: რუსეთი უკრაინაში უმართავ საბრძოლო მასალებს იყენებს, რომელთა გავლენები შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში იგრძნობოდეს
რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული საბრძოლო მასალების აბსოლუტური უმრავლესობა უმართავია.
ამის შესახებ The New York Times ათასზე მეტ ფოტომასალაზე ორი ათასზე მეტი საბრძოლო მასალის იდენტიფიცირების შემდეგ წერს.
გამოცემაში მიიჩნევენ, რომ გამოყენებული საბრძოლო მასალებიდან 210 საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის აკრძალული, თითქმის ყველა მათგანი არის კასეტური საბრძოლო იარაღი ან მათი ქვევარიანტი, რომლებსაც ადამიანებისთვის საფრთხის შექმნა ომის დასრულებიდან ათწლეულების განმავლობაში შეუძლიათ.
გაზეთის ჟურნალისტების ცნობით, 330-ზე მეტი სხვა საბრძოლო მასალა იქნა გამოყენებული სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ ან მათ მახლობლად.