“თუ დასავლეთი იარაღს არ გადმოგვცემს, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ნიჩბებით იბრძოლებს” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ, მოკავშირეების მხრიდან იარაღის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინა მზად არის, რუსეთის სამხედრო აგრესიისგან თავი ნიჩბებით დაიცვას.

ამის შესახებ მინისტრმა ტელეარხ ARD-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთში არავის უნდა ეგონოს, რომ უკრაინელები იარაღის მიწოდების გარეშე დათმობებზე უფრო მარტივად წავლენ.

„თუ იარაღს არ მივიღებთ, კარგი, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თავს დავიცავთ, რადგან ეს ომი ჩვენი არსებობის ომია“, – ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთზე გაცილებით ნაკლები იარაღი აქვს.

„ამიტომ, რაც უფრო მალე მივიღებთ იარაღს, რაც უფრო მალე გაიგზავნება, მით მეტი დახმარება გვექნება. თუ იარაღი მოგვიანებით გაიგზავნება, მაინც ვიტყვით “მადლობას”, მაგრამ ბევრი რამე ფუჭად დაიკარგება, ბევრი ადამიანი დაიღუპება”, – განმარტა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები