ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა.

ამის შესახებ Sky News იტყობინება.

ჯონსონის ვიტი უკრაინის პირველმა პირმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ “მოხარული ვარ, კვლავ მიესალმო კიევში ჩემს მეგობარს”.

აღინიშნება, რომ ჯონსონი დონკასტერში მსხვილ სამიტს უნდა დასწრებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა.

უკანასკნელად ჯონსონი კიევში აპრილში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები