20 ივნისს ეროვნულ სასახლეში ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართება
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართება.
“20 ივნისს, 16:00 საათზე, ეროვნული სასახლე გიწვევთ ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიაზე.
ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში, მსმენელის წინაშე წარდგებიან ეროვნული სასახლის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. ქორეოგრაფიული ანსამბლები: „ლაშქარი“; „იმედი“; „ბასიანი“; „ფერხული“; „კავკასიონი“; „თამარიონი“; ,,შევარდენი“; ფოლკლორული ანსამბლები: ,,რტონი“; ,,საუნჯე“; „ალიონი“; ,,კესანე“; ,,დარიალი“, – აღნიშნულია ეროვნული სასახლის ინფორმაციაში.