“საქართველო აქტიურად ავითარებს თავის სამხედრო პოტენციალს, რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობა აფხაზეთის თავდაცვის გარანტიაა” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, “აფხაზეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო წვრთნები საფრთხეს უქმნის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას”.

ამის შესახებ მან ე.წ. პარლამენტისადმი მიმართვაში თქვა.

„საქართველო აქტიურად ავითარებს თავის სამხედრო პოტენციალს, ცდილობს, გახდეს ნატო-ს განუყოფელი ნაწილი. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთობლივი წვრთნები რეგულარულად ტარდება ჩვენს საზღვრებთან, როგორც ხმელეთზე, ასევე, ზღვაზე. ეს ყველაფერი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას,” – თქვა მან.

ბჟანიას თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა არის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი პოტენციური აგრესორისთვის და “აფხაზეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტი”.

მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთქმედებას, როგორც ძალების გაერთიანებული ჯგუფის შემადგენლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები