“აფხაზეთში ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავების მიერ სახელმწიფო საზღვრების დარღვევას აფიქსირებენ” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ე.წ. სამართალდამცავი უწყებები ნატო-ს თვითმფრინავების მიერ “რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების დარღვევის დიდ რაოდენობას აფიქსირებენ”.

ამის შესახებ მან ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 30 წლის იუბილეს მიძღვნის ღონისძიებაზე განაცხადა.

“საჭირო იქნება თქვენი საქმიანობის გაძლიერება. იმიტომ, რომ, ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, რთული, ძალიან რთული დროა”, – თქვა ბჟანიამ.

მან ე.წ.თავდაცვის სამინისტროს ანგარიში გაიხსენა, რომელშიც ნატო-ს თვითმფრინავების მიერ “სახელმწიფო საზღვრის” დარღვევაზეა საუბარი.

“თითქოს, რა არის ისეთი, რაც მათ არ იციან? მდინარე ენგური მიედინება იქ, სადაც მიედინებოდა, გალი არის იქ, სადაც იყო. არა, ჯარების ახალ გადაადგილებას აფიქსირებენ, შესაძლოა, იმ საინჟინრო სტრუქტურებს, რომლებსაც ჩვენ ვქმნით, მიმდინარეობს სერიოზული გამოცდის მომზადება, სერიოზული სამხედრო აქციების”, – განმარტა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები