ჰუბერტ ქნირში: ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისს ევროპის მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება.
ელჩის განცხადებას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე”,- აცხადებს ელჩი.