ვლადიმერ ბოჟაძე: GORBI-ს კვლევებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ პრაგმატულ საგარეო და საშინაო პოლიტიკას მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმიანება.

მისი თქმით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთით, „ქართული ოცნება“ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას უზრუნველყოფს.

„GORBI-ს კვლევებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ პრაგმატულ საგარეო და საშინაო პოლიტიკას მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა!

დიახ, სწორედ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთით უზრუნველყოფს „ქართული ოცნება“ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!“, – წერს ბოჟაძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66,2% არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილის თხოვნას, რომ დასავლეთმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები