GORBI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66,2% არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილის თხოვნას, რომ დასავლეთმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66,2% არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილის თხოვნას, რომ დასავლეთმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს.

მმართველი გუნდის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ემხრობა გამოკითხულთა 28,9%, ხოლო 4,9% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ GORBI-ს მიერ. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები