ლევან ნიკოლეიშვილი: ნორმალურია თუ უბრალოდ მოსულა, რუსეთს სანქციები დაუწესო, უკრაინას იარაღით დაეხმარო, პუტინს სულ “მკვლელი” და “ომის კრიმინალი” ეძახო, მაგრამ ენერგორესურსები მაინც მისგან იყიდო, თან რუბლებში
ქართველი ხალხის აზრი ამ ყველაფრის თაობაზე მარტივია: მოგვცემთ კანდიდატობას – კარგია, არ მოგვცემთ და ცხოვრება გრძელდება, და ეს არ არის ის რაზეც ჩვენთან ტრაგედია შეიქმნება, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტის გუშინდელ რეზოლუციას და მასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებებს.
“ნორმალურია თუ უბრალოდ მოსულა, რუსეთს სანქციები დაუწესო, უკრაინას იარაღით დაეხმარო (ოღონდ იმით არა, რასაც ითხოვენ), პუტინს სულ ,,მკვლელი,, და ,,ომის კრიმინალი,, ეძახო, მაგრამ ენერგორესურსები მაინც მისგან იყიდო, თან რუბლებში, როგორც ის მოითხოვდა, დიახ მოითხოვდა, კი არ ითხოვდა. მერე ადგე და ჩუმ-ჩუმად მოლაპარაკებებიც აწარმოო, რუსეთთან, მანამდე კი უკრაინას ხან ნატოში და ევროკავშირში ეპატიჟებოდე, მერე რა რომ იცი არ მიიღებ, თან რუსეთს ეუბნები ნუ გეშინია არ მივიღებთო… უკრაინაში კი ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება… ეს უკრაინაში… საქართველოში კი..
„საქართველო არის საშინლად არა დემოკრატიული ქვეყანა“ – ამბობენ ევროპარლამენტარები – „სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, შეზღუდულია მედია, დაპატიმრებული მედია მენეჯერი, უცოდველი ნიკა გვარამია, ასევე დაპატიმრებულია ყოფილი პრეზიდენტი, აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ვარსკვლავი, შუქურა და ჩირაღდანი მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფოს არაფორმალურად მართავს კრემლთან კავშირში მყოფი ოლიგარქი, ხელისუფლება კი მუდმივად ეძებს შავ ხვრელებს რათა დაეხმაროს პუტინს უკრაინასთან ომში, შესაბამისად არავითარ სანქციებს არ უწესებს რუსეთს“… ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ბრალდებებისა რომელსაც ჩვენ გვიყენებს ევროპარლამენტარები. მაგრამ ჰოი, საოცრებავ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მოითხოვენ ჩვენს ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! დავიბენი! თუ ასეთი ცუდი ქვეყანაა, საშინელი მმართველობითა და ამდენი დარღვევებით, ასეთი ქვეყანას რა უნდა ევროკავშირში? ვის უწევთ რეკომენდაციას? თუ ეს ისე მაგრამ ასე…დავიბენი, მაგრამ…ისე, მათაც ხომ იციან, და მეც ეჭვი მაქვს ჩვენ მათ ჭკუაზე არ „გამოვსწორდებით?!“ გუშინდელმა რეზოლუციამ, რომ ოპოზიცია გაახარა ფაქტია, მაგრამ კობახიძემ რომ უთხრა ჩალის ფასია ეგო, შეიშმუშნნენ თან აღშფოთდნენ. გახსოვთ, მანამდე, ღარიბაშვილმა უთხრა ევროპარლამენტარები არ ხართ ჩემი უფროსებიო, ჩემი უფროსი კი ქართველი ხალხიაო, მოკლედ სრული დაბნეულობა-შეშფოთება-აღშფოთებაა.. ქართველი ხალხის აზრი კი ამ ყველაფრის თაობაზე, მარტივია: მოგვცემთ კანდიდატობას კარგია, არ მოგვცემთ და ცხოვრება გრძელდება, და ეს არ არის ის რაზეც ჩვენთან ტრაგედია შეიქმნება! გუშინ, მაგალითად, მთელი მავნებელ ოპოზიციური სპექტრი და მედია, ჩალის ფასის მქონე რეზოლუციით რომ გულზე ხელს იბრაგუნებდა… სრულიად საქართველო ფეხბურთში ჩრდილოთ მაკედონიასთან გამარჯვებას ზეიმობდა! გაგვახარეს ბიჭებმა, კვარაცხელიამ კი ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი! უი, რა წამომცდა, ევროპარლამენტარებმა რომ გაიგონ ხვიჩა კვარაცხელია სულ ცოტა ხნის წინ რუსეთში, ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, რეზოლუციაში აუცილებლად ჩაწერდნენ და მკაცრად მოითხოვდნენ მისი საქართველოს ნაკრებში თამაშის აკრძალვას. კიდევ კარგი არ იცოდნენ, იმედია ვერც გაიგებენ ! ზოგადად კი ბევრი რამე არ იციან და ვერც იგებენ, უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი მშვენივრადაც იციან რასაც აკეთებენ, რაც არ იციან კი ის არის, რომ თუ რომელ ქვეყანასთან და ხალხთან ათამაშებენ ერთ ადგილს”, – წერს ნიკოლეიშვილი “ფეისბუქზე”.