სამშვიდობო შეთანხმების პროექტი არ არსებობდა, ეს იყო განსახილველი საკითხების სია,- ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას“.
„უკრაინასა და აშშ-ის შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მათ ერთმანეთში გადაწყვიტეს, რომ ეს 28 პუნქტი დაეყოთ ოთხ კომპონენტად, ეს ყოველივე გადმოგვეცა ჩვენ. საბოლოო ჯამში ვთანხმდებით, რომ ეს შესაძლოა, იყოს მომავალი შეთანხმებების საფუძველი.
თუ უკრაინელი სამხედროები დატოვებენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა ოკუპირებული აქვთ, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ საომარ მოქმედებებს, თუ ისინი არ გავლენ, მაშინ ამას ისედაც მივაღწევთ სამხედრო შესაძლებლობებით“, – განაცხადა პუტინმა.