სიიარტო: პუტინმა დაგვარწმუნა, რომ თუ „მშვიდობის სამიტი“ ჩატარდება, ის ბუდაპეშტში გაიმართება
მოსკოვში რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ რუსეთი ბუდაპეშტს პოტენციური „მშვიდობის სამიტის“ ადგილად მიიჩნევს.
სიიარტოს თქმით, კრემლში მოლაპარაკებების დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უნგრეთი მშვიდობის მხარეს დგას და მშვიდობა უნგრეთის ინტერესებშია“.
„უნგრეთმა უკვე გადაიხადა ძალიან მაღალი ფასი ამ ომისთვის, რომელთანაც ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო, ამიტომ გვსურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
[პუტინმა] დაგვარწმუნა, რომ თუ „სამშვიდობო სამიტი“ გაიმართება, ის აუცილებლად ბუდაპეშტში ჩატარდება“, -განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.