თეა ახვლედიანმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელთან, ქემლინ ფერლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობა, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები; შეაჯამეს თანამშრომლობის მთავარი მიმართულებების ფარგლებში, ისევე როგორც აფხაზეთის რეგიონში UNHCR-ის მიერ განხორციელებული საქმიანობა.

„სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერის კუთხით.

თეა ახვლედიანმა მადლიერება გამოხატა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის მიმართ და ქემლინ ფერლის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები