ევროკომისია ერმაკის ჩხრეკასთან დაკავშირებით: „ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ გამოძიებებს“
ევროკომისია მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ანტიკორუფციული გამოძიებები, რომლებიც მოიცავს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ჩხრეკას, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები მუშაობენ.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის მთავარმა პრესმდივანმა, პაულა პინიომ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისია მიესალმება ანტიკორუფციულ გამოძიებებს, რომლებიც უკრაინელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არის მიმართული.
„ჩვენ გვესმის, რომ გამოძიებები მიმდინარეობს და უდიდეს პატივს ვცემთ ამას. ჩანს, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოები თავიანთ საქმეს ასრულებენ“, – განაცხადა პინიომ იერმაკის სახლის ჩხრეკის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრის დილით, NABU-მ და SAP-მა ჩხრეკა ჩაატარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის სახლში.
როგორც მედია იტყობინება, პოლონეთმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინაში კორუფციის გამოძიება მათთვის ცუდი ამბავია, რადგან ის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს.