ზაალ ანჯაფარიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გადაივსო მედია და სოცქსელები მოწოდებებით, მიმართვებით, შელოცვა-დამუნათებებით, რომ როგორმე ხალხი მიტინგზე მიიყვანონ – ვერა და ვერ მიხვდნენ, რომ ვადაგასულ კონსერვებს დაემსგავსნენ

გუშინდელი დღიდან მოყოლებული დღემდე – ამ საათებშიც კი, გადაივსო მედია და სოცქსელები მოწოდებებით, მიმართვებით, შელოცვა-დამუნათებებით, რომ როგორმე ხალხი მიტინგზე მიიყვანონ, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე რადიკალური ოპოზიციის მიერ 28 ნოემბრის დაანონსებულ აქციას.

ანჯაფარიძე ოპოზიციის წარმომადგენლებს „ვადაგასულ კონსერვებს“ ადარებს, მისი თქმით, რადიკალებს კიდევ ჰგონიათ, რომ ხალხს მათი სჯერა.

„გუშინდელი დღიდან მოყოლებული დღემდე – ამ საათებშიც კი, გადაივსო მედია და სოცქსელები მოწოდებებით, მიმართვებით, შელოცვა-დამუნათებებით, რომ როგორმე ხალხი მიტინგზე მიიყვანონ. ერთი საქმეა რას ამბობენ (ძირითადად სიბრიყვეს), მეორე და უფრო მთავარი-ვინ ამბობს. დიახ! მნიშვნელობა აქვს ვინ მოგიწოდებს რაღაცისკენ.

ზოგიერთი მომწოდებელი თავს იწონებს მწვანე კიტრივით, და მართლა ჰგონია, რომ ხალხს მათი ჯერ კიდევ სჯერა. ვერა და ვერ მიხვდნენ რომ ვადაგასულ კონსერვებს დაემსგავსნენ.“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები