ირაკლი ჩიქოვანი: ვის რა პირობას უყენებს ნიკა მელია, ეს ნაკლებად საინტერესოა

ნიკა მელიამ ისიც თქვა, რომ არ დაიჭერდნენ და დაიჭირეს, არ გადავიხდიო და გადაიხადა. ვის რა პირობას უყენებს ნიკა მელია, ეს ნაკლებად საინტერესოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ჩართული, გარკვეული დესტრუქციული საბაბი და საფუძველი ექნება.

“სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, პრაქტიკულად, არ არსებობს საზღვარი, საზღვრები არის გადღაბნილი. ეს არის ობიექტური რეალობა. აქციის ჩატარება ყველას შეუძლია. „ნაციონალური მოძრაობა“, განსაკუთრებით – ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაკავებულია ქვეყნის საბოტაჟით, ეს დაიწყო მაშინ, როცა ე.წ. საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს და ძირს უთხრიდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. მოლოდინი მაქვს, რომ პროცესი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ჩართული, მას ექნება გარკვეული დესტრუქციული საბაბი და საფუძველი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები