ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან ბევრი დასკვნა და შეფასებაა იმაზე, რომ საქართველოში არსებული მედიაგარემო თავისუფალია

“მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ მედიაჟურნალისტიკაზე, მედიასტანდარტზე, არც მიხეილ სააკაშვილი და არც ნიკოლოზ გვარამია ნამდვილად არ წარმოადგენენ და ვერასდროს იქნებიან ამის წარმომადგენლები”,ვ- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი დასკვნა და შეფასებაა იმაზე, რომ საქართველოში არსებული მედია გარემო თავისუფალია.

„არის სურვილი იმისა, რომ ხელოვნური ბარიერები შეიქმნას საქართველოსთვის იმისათვის, რომ მან ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ობიექტური რეალობა. ამაზე თუნდაც ის მიანიშნებს, რა დროსაც გაიმართა ეს დებატები. მეორე მხრივ, ის მიანიშნებს, რომ როდესაც ვსაუბრობთ მედიაჟურნალისტიკაზე, მედიასტანდარტზე, არც მიხეილ სააკაშვილი და არც ნიკოლოზ გვარამია ნამდვილად არ წარმოადგენენ და ვერასდროს იქნებიან ამის წარმომადგენლები. ძალიან ბევრი დასკვნა და შეფასებაა იმაზე, რომ საქართველოში არსებული მედიაგარემო არის ძალიან თავისუფალი“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები