თბილისში, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართება

7 ივნისს, თბილისში, „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე (ჭავჭავაძის 23), სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობითა და „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) პროექტის ორგანიზებით, ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები