ავტოსაგზაო შემთხვევა იმერეთში – მინი სატვირთო ხევში გადავარდა

ჩოხატაური-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ჭოგნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მინი სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. როგორც ცნობილია, სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები