ზელენსკი ამერიკულ ქალაქებს მოუწოდებს გაწყვიტონ ურთიერთობები რუსეთთან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის ქალაქებს მოუწოდა გაწყვიტონ ურთიერთობები რუსეთთან, რათა მას არ ჰქონდეს არანაირი კავშირი თავისუფალ სამყაროსთან. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ აშშ-ის მერების 90-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

„ჩვენ უკრაინელებს და ამერიკელებს ერთნაირად გვესმის ტირანიის საფრთხე. სამყაროს სხვადასხვა ტირანია უნახავს… ყველა მათგან აერთიანებს ის, რომ ისინი უგულებელყოფენ ადამიანების უფლებებს და თავისუფლებას. ტირანები არ აღიარებენ ადგილობრივი თვითმმართველობის თავისუფლებას და უფლებებს. როგორც წესი სწორად თავისუფალი ადამიანები ქალაქებში ირჩევენ თავისუფლებას და წერტილს სვამენ ტირანიის ისტორიაში. ხოლო ასეთი წერტილის დასასმელად, საჭიროა არ მივცეთ უფლება ტირანებს ჰქონდეთ კავშირი თავისუფალ სამყაროსთან“ , – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები