WP: ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გაძარცვეს
რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან 135 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აღჭურვილობა მოიპარეს.
ამის შესახებ The Washington Post-ი სადგურის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ მოპარულია 1500 დოზიმეტრი, 698 კომპიუტერი და 344 მანქანა.
აღჭურვილობის იდენტიფიცირება მოხდა, რადგან მათზე GPS- ტრეკერებია დამონტაჟებული, მათი ნაწილი მდებარეობის მონაცემების გადაცემას.
როგორც ჩერნობილის მართვის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ევგენი კრამარენკომ თქვა, „ჩვენ ვხედავთ, რომ ტექნიკის ნაწილი ბელორუსის ტერიტორიაზეა, საზღვრის გასწვრივ, ნაწილი მოძრაობს რესპუბლიკის ტერიტორიაზე – გომელში, მინსკსა და სხვა ადგილებში”.
ამ გზით რუსმა სამხედროებმა უკრაინას დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენეს.
ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორიის დირექტორის, მიკოლა ბესპალის თქმით, “რადიაციის დონის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა პროგრამული უზრუნველყოფის (SW) გარეშე. ამავდროულად, რუსეთი მას ვერც გამოიყენებს, რადგან ის უნიკალურია”.